ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით 3500 მასწავლებელთან შეხვედრა გაიმართება
09-06-2022
ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის შეხვედრები გაიმართება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაცია 3500-მა მასწავლებელმა გაიარა. 

როგორც ცნობილი გახდა, რეგისტრაციის ბმული მასწავლებლებს რესურსცენტრების საშუალებით მეილზე გაეგზავნათ. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ახლა შეხვედრები მიმდინარეობს, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. უწყების განმარტებით მასწავლებლებს ელ. ჟურნალთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. 

აქვე გაცნობებთ, რომ პედაგოგებს, ვინც დარეგისტრირებულია ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, დასწრების ბმული მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნათ. 

იხილეთ: 

eSchool-ში სემესტრის დასრულებაზე ინფორმაცია ყველა სკოლას მიეწოდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203