ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე HMC-ის სტიპენდიით დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება
22-03-2018
ბათუმის ქართულ-ამერიკული საერთშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლემ, ლიზი პაპუნიძემ HMC-ის (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) სასტიპენდიო პროგრამის დაფინანსება მოიპოვა.

ლიზი ორი წლით დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება. სტიპენდია ფარავს სწავლის, საკვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. 

HMC-ის პროექტი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან აძლევს შანსს, ერთი ან ორი წელი ბრიტანულ სკოლებში ისწავლონ.  

პროექტი გამარჯვებულებს საშუალებას აძლევს გაიცნონ არა მარტო თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, არამედ მათი ტრადიციები და კულტურაც.  

პროექტი აფინანსებს მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ პრესტიჟულ დამოუკიდებელ ბრიტანულ სკოლებში.  

სკოლის წარმომადგენლები ლიზი პაპუნიძეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203