როგორი უნდა იყოს კონსტრუქტივისტული უკუკავშირი? - 6 პრაქტიკული რჩევა
16-06-2022

უკუკავშირი მოსწავლისთვის სწავლაში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. როგორ უკუკავშირს გასცემს მასწავლებელი - ეს პირდაპირ აისახება  სწავლის მოტივაციასა და სირთულეების დაძლევის სურვილზე.

სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომების მიხედვით, მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შეუქმნას სწავლის მოტივაცია და გაააზრებინოს სწავლის მიზანი, უნდა წაახალისოს და არ უნდა დაუკარგოს სტიმული. გარდა ამისა, პედაგოგმა მზა სახით არ უნდა მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია, მას უნდა დაეხმაროს წინარე ცოდნის გააქტიურებასა და ცოდნის აგებაში.

როგორი უნდა იყოს კონსტრუქტივისტული უკუკავშირი?

  • დაიწყეთ პოზიტიური კომენტარით - თქვენი ასეთი დამოკიდებულება მოსწავლეს კეთილად განაწყობს, იზრდება ნდობა და კრიტიკის მიმღებლობა. თუ უკუკავშირს ნაშრომის დადებითი მხარეების აღნიშვნით დაიწყებთ, მოსწავლე ინტერესით მოგისმენთ.
  • არ უსაყვედუროთ, არ დაიწყოთ მორალის კითხვა - ასეთი მიდგომა მოსწავლის თვითშეფასებაზე ასევე მის სწავლისადმი მოტივაციაზე უარყოფითად აისახება.
  • უკუკავშირის მიცემისას არ შეადაროთ სხვა მოსწავლეებს! - ასევე არ შეადაროთ მოსწავლეთა ნამუშევრები იმ მიზნით, რომ „კარგი“ და „ცუდი“ გამოავლინოთ.
  • დაუკვირდით, როგორი ტონით ესაუბრებით მოსწავლეს? - დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის საუბრის ტემბრს. ტონი უნდა იყოს მეგობრული და თანამშრომლობითი.
  • გაეცით კონკრეტული რეკომენდაციები - ნათლად და გასაგებად აუხსენით, რა უნდა გამოასწოროს მოსწავლემ, რომ შემდეგში მსგავსი ტიპის შეცდომა აღარ დაუშვას.
  • დაუფასეთ ნამუშევარი და უკუკავშირი დაასრულეთ დადებითი კომენტარით.

არ დაივიწყოთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული, ნათლად გადმოცემული უკუკავშირი სწავლის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203