მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტების ორგანიზებით გაიმართება რეგიონული კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მასწავლებლები, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიების მიზანია საგანთან კომპიუტერული ტექნოლოგიები (ისტ-ი), დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პედაგოგებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ სასწავლო წლის მუშაობის შედეგები და კოლეგებს გაუზიარონ კომპლექსური დავალებების წარმატებული ნიმუშები. რეგიონული კონფერენციები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რაიონში გაიმართება.