ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ხალისიანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება
22-03-2018
განახლების საჯარო სკოლაში მასწავლებლებმა სტანდარტული გაკვეთილები ჩაატარეს.  

სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ლიანა ბოლქვაძემ მე-2 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „ლომი და თაგვი".      

გაკვეთილს სკოლის შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.     

სკოლის წარმომადგენლების თქმით, გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით დატვირთული იყო, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.   
 
პედაგოგმა ნაზიბროლა ბოლქვაძემ კი სტანდარტული გაკვეთილი მე-3 კლასში ჩაატარა.    

გაკვეთილის თემა იყო „საქართველო და მისი ნაწილები".

„გაკვეთილი საინტერესო, ხალისიანი და შედეგზე ორიენტირებული იყო“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს.   


მე-2 კლასში ჩაატარებული გაკვეთილის ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

მე-3 კლასში ჩატარებული გაკვეთილის ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203