თაბაგრების საჯარო სკოლაში „დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.
სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით, ყოველ წელს უერთდებიან აღნიშნულ აქციას.
წელს მასწავლებლებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, მოუწოდეს სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერისაკენ.
„რამდენიმე ქრომოსომის მეტობა მათ ყველაზე უწყინარ, ყველაზე გულწრფელ, ყოველგვარი ბოროტების, ტყუილის, მტრობის მიღმა მდგარ ადამიანებად აქცევს. მათ უზღვავი სიყვარულის გაცემა შეუძლიათ და ანალოგიურად მოითხოვენ ჩვენგანაც“ - აცხადებენ სკოლის წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად აქცია მოაწყვეს.
აქციის მთავარი სლოგანი იყო: ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
აქციის მონაწილეებმა გაიფერადეს ხელები და ამით სოლიდარობა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
იხილეთ ფოტოები