მასწავლებელთა შეფასებისა და წარდგენის ვადები ცნობილია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებლობის მაძიებლების შეფასება და წარდგინება უნდა მოხდეს 16 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდში. ვინც აკადემიური კურსი დაასრულა მაისის ბოლომდე, აკადემიური კურსის დადებითი შეფასება უკვე აესახა eschool-ის სისტემაში, ვინც აკადემიური კურსის გავლას დაასრულებს 10 ივნისამდე, შეფასება აესახება 16-17 ივნისამდე პერიოდში.
თუმცა არის უმთავრესი გარემოება, რომელიც ყველა მაძიებელმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს -
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე ჯერ ფასდება სკოლის, შემდგომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
და დაუშვებელია ერთმანეთის ნაშრომების გაზიარება - პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე შეფასდება უარყოფითად. მაძიებლის პროფესიული საქაღალდე დახარვეზდება იმ შემთხვევაშიც, თუ მასწავლებელს რომელიმე ძირითადი აქტივობა განხორციელებული არ აქვს და/ან განხორციელებული აქვს პროგრამის ვადის დარღვევით.