მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაღებისთვის ფინანსების გამოყოფა - დეტალები
27-07-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, სადაც განისაზღვრა ადრეული და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება 4 500 ათასი ლარით.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 30 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1650-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 702 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია:

ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;  

ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;

ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა;

ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203