შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ გამოცდის მიმდინარეობისას, გარდა პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნისა, არ იქნება აუცილებელი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაც, თუმცა როგორც „ნაეკის“ ხელმძღვანელმა განმარტა, უმთავრესი ისაა, აპლიკანტები საგამოცდო ცენტრებში დროით გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი გამოცდაზე წელსაც არ დაიშვებიან:
„წელს გვაქვს ისეთივე რეგულაციები როგორიც მოქმედებს ქვეყანაში, პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვს აპლიკანტს, თუმცა თუ სურვილი ექნება შეუძლია გაიკეთოს... ასევე არ არის აუცილებელი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა... რაც შეეხება დაგვიანებას, სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში აპლიკანტი წელსაც მოიხსნება გამოცდიდან...
მინდა განვმარტო, მესმის, სამწუხაროა, თუმცა სხვაგვარად ასეთი მასშტაბური ღონისძიების ადმინისტრირება წარმოუდგენელი იქნება. ამიტომ ვთხოვთ, არ დაიგვიანონ და საგამოცდო ცენტრში გამოცხადდნენ რეგისტრაციის დაწყების დროს... ჩვენც ძალიან ვღელავთ, მაგრამ ესაა ჩვენი რეგულაცია“.