დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში აქცია-პერფორმანსი „46+1“ ჩაატარეს
22-03-2018
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა აქცია-პერფორმანსი - „46+1“ ჩაატარეს და ვიდეორგოლი გადაიღეს.
„მოზარდებმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატეს და საზოგადოებას შეახსენეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები „მზის შვილები არიან",- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.