სტატუსი 3 461-მა მასწავლებელმა აიმაღლა.. 50%-მა გაიუმჯობესა ქართული ენის ფლობის დონე  - დოკუმენტი
10-06-2022
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ასახულია რა პროგრესი განიცადეს მასწავლებლებმა, რამდენმა აიმაღლა სტატუსი, წარმატებით გაიარა ტრენინგების კურსი და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით :

• სტატუსი შეიცვალა 3 461-მა მასწავლებელმა (86 წამყვანი და 3375 უფროსი). 1016-მა სპეციალურმა მასწავლებელმა მოიპოვა სტატუსი, 45-მა პრაქტიკოსის და 971-მა - უფროსი სპეციალური მასწავებლის სტატუსი;

• მასწავლებელთა მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 482 მასწავლებელი; მაძიებლობის პროგრამის სრული
კურსი წარმატებით დაასრულა 626-მა მაძიებელმა მასწავლებელმა. მაძიებლის პროგრამის წარმატებით დასრულების და
საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგად 708 მასწავლებელმა მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

• დასრულდა სქემის გარდამავალი დებულების მიხედვით გაწერილი გარე დაკვირვების პროცესი, წარმატებით დაძლეული
გარე დაკვირვების შედეგად მომზადდა მასწავლებლების ბაზა, რომლებსაც მიენიჭათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

• შემუშავებულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული
აქტივობების შესრულების მონიტორინგის კონცეფცია

• არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარება
უზრუნველყოფილია სკოლებში კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების მივლენით, 164
არაქართულენოვან საჯარო სკოლაში საკადრო დეფიციტის შესავსებად მივლენილი იყო 245 მასწავლებელი სხვადასხვა
საგნობრივი მიმართულებით;

• სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების და ქართულის, როგორც მეორე ენის მეთოდური ტრენინგების შედეგად კურსი
დაასრულა 951 - მა მასწავლებელმა; სხვადასხვა საგნის 369 მასწავლებელი გადამზადდა გრძელვადიანი კურსით,
ბენეფიციართა 50%-მა გაიუმჯობესა ქართული ენის ფლობის დონე და საგნის სწავლების მეთოდური უნარები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203