გომის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე კონფერენციით აღნიშნეს
22-03-2018
გომის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებმა გამართეს კონფერენცია, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების პრობლემებზე ისაუბრეს.

განიხილეს კანონმდებლობა და სოციალური მუშაკების საქმიანობა. 

უმცროსკლასელებმა მორთეს საკლასო ოთახი და პლაკატები დაამზადეს. 

მოსწავლეებს ღონისძიებების გამართვაში სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203