საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ,,ეტალონის“ სერთიფიკატებით დააჯილდოვეს
22-03-2018
საყუნეთის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის“ სერთიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.  

სკოლის აღსაზრდელებმა ტესტირების პირველ ეტაპში წარმატებით იასპარეზეს.  
 
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

სკოლის დირექცია, მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.  

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203