ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს
22-03-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას  საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

უნივერსიტეტის საბაკალავრო მიმართულებების დეკანი ჰალილ გუვენი ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლაში უფროსკლასელებს შეხვდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის N3  საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სკოლის ხელმძღვანელებთან ერთად.  
 
შეხვედრის თემა იყო STEM-ის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები და ინჟინერია) და მასთან დაკავშირებული პროფესიების მნიშვნელობა თანამედროვე გლობალურ სამყაროში და მათ შორის საქართველოში, როგორც მისი ეკონომიკის გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების აუცილებელი საშუალებები.  

საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს, რომელსაც სდსუ ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.  

შეხვედრის ბოლოს სან დიეგოს უნივერსიტეტისა და ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობამ  სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში სკოლას პროფესორ-მასწავლებლები ესტუმრებიან, რომლებიც STEM-სა და ინგლისურ ენაში გაკვეთილებს ჩაატარებენ.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203