თბილისის N108 საჯარო სკოლაში ვიდეორგოლები გადაიღეს
22-03-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდა. სკოლაში თითოეულმა კლასმა სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა და საკუთარი პოზიცია გამოხატა ამ დღესთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა აქცია - პერფორმანსი - „46+1“ გამართეს და ვიდეორგოლები გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.