თბილისის N72 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური გუნდური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ 2018 წლის გაზაფხულის სეზონის მეორე წრის თამაშებში პირველობა მოიპოვა.
სკოლის გუნდმა - „მოვიფიქრეთ და მერე გეტყვით“ A ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადაინაცვლა.
სკოლის წარმამდგენლების თქმით, შემდეგი შეხვედრა 25 მარტს გაიმართება, სადაც გუნდის წევრები - მარიამ ჩანქსელიანი, ლიზი ხელაძე, გიორგი თუთბერიძე, დუდუ მოდებაძე და გაბრიელ ფირცხალავა საქართველოს მასშტაბით იასპარეზებენ.
იხილეთ ფოტო