„47=46, მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ამ სლოგანით აღნიშნეს შეუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
ღონისძიებაში მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სპეციალურად ღონისძიებისთვის სკოლის დერეფანში ერთი კედელი მორთეს.
მათ საკუთარი ხელით დაამზადეს პოსტერები და დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.
ღონისძიების ბოლოს ჭრელ წინდებით ფოტოებიც გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები