განათლების სამინისტრო თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს გმობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“.
„სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატის შეცვლა.
იხილეთ ასევე:
სტუდენტების საქმე გადაეცემა ეთიკის კომისიას - თსუ-ს განცხადება