ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება მოაწყვეს
22-03-2018
ბოლაჯურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დაუნის სინდრომზე დამუშავებული თემები წაიკითხეს, შემდეგ კი პრეზენტაცია მოაწყვეს.
ღონისძიებას შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა და დაუნის სინდრომზე ინფორმაციების გაცვლას ისახავდა მიზნად.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.