ტყემლანის საჯარო სკოლაში მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო მშობლების ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში.
შეხვედრა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს გაცნობით დაიწყო.
შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ოჯახის როლი ბავშვის აღზრდაში, ოჯახური ძალადობა, მოსწავლის ქცევის წესები, ჩაცმულობა და გაცდენები.
მიმოიხილეს ასევე სკოლის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები.
„მშობლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ ინოვაციურ პროექტში და ხელი შეუწყონ შვილებს წარმატების მიღწევაში“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები