რა შემთხვევაში ვერ ჩაწერთ განმავითარებელ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში? - 3 მიზეზი
14-06-2022

I-IV კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს განმავითარებელი კომენტარით უნდა შეფასდნენ. II-IV კლასის მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ, თუმცა პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდა. შესაბამისად, I კლასის მასწავლებლებმა სკოლის ადმინისტრაციასთან მოთხოვნა ბოლო გაკვეთილის კორექტირებაზე უნდა გაგზავნონ. დადასტურებიდან 24 საათის განმავლობაში კი შეფასებები ჟურნალში შეიტანონ.

განმავითარებელი კომენტარების ელექტრონულ ჟურნალში შესატანად აუცილებელია გაითვალისწინოთ :

  • განმავითარებელი შეფასების ველში კომენტარს ვერ ჩაწერთ, აღნიშნული გრაფა გააქტიურებული არაა, ამიტომ უნდა აირჩიოთ (განმსაზღვრელი )„შეფასების“ ველი, მონიშნოთ „საკლასო შეფასება“ და დაურთოთ კომენტარი, არ


  • არ დაგავიწყდეთ შენახვა.
  • კომენტარი არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიმბოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეფასება არ შეინახება. სიმბოლოში იგულისხმება ასოები, რიცხვები, სასვენი ნიშნები...შესაბამისად, კომენტარის დაწერისას დაიცავით ლიმიტი.
  • თუ ჟურნალში განმავითარებელი კომენტარის შეტანას „მოთხოვნით“ აპირებთ, აუცილებელია დირექციასთან მოთხოვნის გაგზავნისას რედაქტირების ტიპში „განმსაზღვრელი შეფასება“ მიუთითოთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, განმავითარებელი შეფასების ველი აქტიური არაა და მისი მოთხოვნის დადასტურების შემდეგ კომენტარს ჟურნალში ვერ ჩაწერთ.

როგორ უნდა შეაფასოთ მოსწავლე კომენტარით - იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203