მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღნიშნეს
22-03-2018
მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება მოაწყვეს, რომელსაც დირექტორი ვერა ოდიკაძე ხელმძღვანელობდა.
ბიოლოგიის მოყვარულთა კლუბის - „ორქიდეა“ მომზადებულ აქტივობებში კი მთელი სკოლა ჩაერთო.
მოზარდებმა ღონისძიების ფარგლებში კვლევა ჩაატარეს და კვლევის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებულ მითებისა და სინამდვილეზე ისაუბრეს, წარმატებული დაუნის სინდრომიანი ადამიანები წარადგინეს, ნახატების კონკურსი მოაწყვეს, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოუშვეს, სლოგანები მოიფიქრეს და გულსაბნევები დაამზადეს.
„ეს მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი საქმიანობისა, რომელიც ამ გონიერმა, ჭკვიანმა, შემოქმედებითმა მოსწავლეებმა განახორციელეს. ვერა ოდიკაძე კი, ყველა აქტივობის თანამონაწილე იყო და სასკოლო ცხოვრებას ეს ლამაზი, მრავალფეროვანი და მაღალ დონეზე მომზადებული დღე აჩუქა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.