ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა
22-03-2018
მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ფეხბურთში კლასებს შორის შიდა სასკოლო ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი რომან ჯაიანი ხელმძღვანელობდა.
ჩემპიონატში სკოლის VII—XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს VII და X კლასის მოსწავლეები შეხვდნენ. გაიმარჯვა X კლასმა. X კლასის გუნდის კაპიტანია ზვიადი ახვლედიანი.
თავი გამოიჩინეს მონაწილეებმა - გიორგი ფანცულაიამ, გიორგი კუჭავამ და ლადო მანაგაძემ.
გამარჯვებულ გუნდს სკოლის დირექტორმა რომან ჯაიანმა თასი გადასცა.
სკოლა გუნდს გამარჯვებას ულოცავს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.