ყვარლის N1 საჯარო სკოლა გზავნილს ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ იზიარებს
22-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მოამზადეს და „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ.  
 
„დღევანდელი დღის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო, რათა დავიცვათ მათი უფლებები და ვუზრუნველვყოთ მათი აქტიურად ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს.  
      
ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. 
 
     
დაუნის სიდრომის დღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203