იუსტიციის სამინისტრო თანამშრომელთა შვილებისთვის ბაღს ხსნის
20-06-2022
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის. როგორც სააგენტოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისთვის 5-წლიანი მომსახურების გაწევაზე (საჭირო ინვენტარით აღჭურვით).

კვლევის მიზანია,  საბავშვო ბაღის მართვის საუკეთესო მეთოდოლოგიური პროგრამის მქონე და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციის გამოვლენა.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მაღალი კორპორატიული კულტურის მქონე ორგანიზაცია, თანამშრომლების შვილებისთვის საბავშვო ბაღს ხსნის.

საჯარო რეესტრი არის პირველი საჯარო უწყება, რომელიც თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაატარონ სამუშაო საათები და ამავდროულად თავიანთი პატარები საჯარო რეესტრის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იყვნენ“, - აცხადებენ სააგენტოში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203