მალე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დასრულდება და სკოლამდელი ჯგუფის აღსაზრდელები უსაყვარლეს პედაგოგებს დაემშვიდობებიან. სექტემბრიდან კი საინტერესო თავგადასავალი დაიწყება - ისინი სასკოლო ცხოვრების ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯებენ. სწორედ ამიტომ მნშვნელოვანია, თითოეულ მათგანს ჰქონდეს ის საფუძველი, რაზეც საკუთარ განათლებას წარმატებით დააშენებენ და ასევე ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ცოდნის ტაძარში წარმატების მოსაპოვებლად დაეხმარება.
ამ მიზნით, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა წიგნი-რვეული პირველკლასელთა აკადემია, რომელმაც გამოცემისთანავე უამრავი ერთგული მეგობარი, უფროსებს შორის კი თანამოაზრეები შეიძინა.
ნელ-ნელა ამ უნიკალურმა სახელმძღვანელომ სრულიად საქართველო მოიცვა, ავტორის წარდგინებით კი, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობით, არაერთი ბავშვის გული გაახარა.
ამჯერად, „პირველკლასელთა აკადემია“, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ბავშვებს გადასცა. იმ დღეს, ბავშვებისთვის ნამდვილი ფოიერვერკი მოეწყო, მალე სახელმძღვანელო საპატიო ადგილს დაიკავებს მომავალი მოსწავლეების წიგნის თაროზე, მშობლების დახმარებით, წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროშიც იმოგზაურებენ და 2022-2023 სასწავლო წელსაც მომზადებულნი შეხვდებიან.