ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
22-03-2018
ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა. 

ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა - სკოლის აღსაზრდელები დალი აბრალავას ხელმძღვანელობით კალიგრაფიის კონკურსში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. 

ასევე ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც პირველი კლასის ხელმძღვანელი ნატო სამსონია უძღვებოდა.  

სკოლის პედაგოგ მაკა მურადაშვილის ორგანიზებით მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა.

 
კვირეული თეატრალურმა წარმოდგენამ - „მელია კუდაგრძელია“ დააგვირგვინა, რომლის ორგანიზებაც პედაგოგმა ნანა მათითაიშვილი ითავა.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეული საინტერესო და შემეცნებითი გამოვიდა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203