ორლოვკის საჯარო სკოლა „ეტალონის“ ოქროს ფონდშია
22-03-2018
„ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაზე ნინოწმინდის ინტელექტ-ჩემპიონატის შარშანდელ გამარჯვებულს დარია სტრუკოვას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, დარიას სკოლას - ორლოვკის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

დამსწრეებმა ორლოვკის საჯარო სკოლას „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრობა მიულოცეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203