თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ
22-03-2018
თბილისის N61 საჯარო სკოლის ეთერ მიქაბერიძის სადამრიგებლო IX კლასელები უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლოს მუზეუმი, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის დარბაზები, ნახეს ბრალდებულების საპატიმროები. თავად ჩაატარეს სახალისო იმიტირებული პროცესი, დასვეს და მოისმინეს პასუხები ბევრ საინტერესო კითხვაზე. 

მოსწავლეებს გიდობას უწევდნენ სასამართლოს თანამშრომლები. ღონისძიებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო გიორგაძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203