მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 17 ივნისს, 15:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი ონლაინ ღია კარის დღე ჩატარდება, რომელიც აზერბაიჯანული ენისა და სომხური ენის პედაგოგთა საგნის გამოცდას მიეძღვნება.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება. ორი ახალი გამოცდის შესახებ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისგან.
შეგახსენებთ, რომ ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ამგვარი ტესტირება ჩვენს ქვეყანაში 2022 წელს პირველად ჩატარდება.
ორივე ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდასა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტირებაზე შემოწმდება:
იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.