ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს „ოქროს ხანა“ და შუა საუკუნეების სომეხი გენიოსები“.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განიხილეს და გაანალიზეს შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
ისაუბრეს სომეხ მეიგავე მხითარ გოშზე, რომელიც ზაქარია მხარგრძელის მრჩეველი იყო.
პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მხითარ გოშის იგავ-არაკები.
„ღონისძიების ძირითად თემას აქვს დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა, რომელიც აკავშირებს ისტორიასა და ლიტერატურას, აღწერილია საქართველოს სიძლიერე, წინსვლა კულტურის სფეროში და ამავდროულად კავშირი სომხურ სამყაროსთან“- აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები