დაწყებითების მაწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში, განმავითარებლის ნაცვლად, განმსაზღვრელი შეფასების რედაქტირება უნდა მოითხოვონ
17-06-2022

I-IV კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებენ მას, აღნიშნავენ მოსწავლის წარმატებებს და მიუთითებენ, რაში სჭირდება მას დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გაწერილი, რომ IV კლასის კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის შემაჯამებელი წერილობითი შეფასება უნდა დაწერონ.

მასწავლებელთა ნაწილმა განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში უკვე ჩაწერა, ნაწილს კი კომენტარების ჩასაწერად დირექციასთან ჟურნალის კორექტირებაზე მოთხოვნის გაგზავნა დასჭირდება, რათა მათ თითოეული მოსწავლის შეფასება ელექტრონულად ასახონ.

პედაგოგებში დიდი გაუგებრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჟურნალში, განმავითარებელი შეფასების გრაფაში ჩაწერა შეუძლებელია. განსაკუთრებით დამაბნეველი აღმოჩნდა ეს ფაქტი დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის, რადგან ისინი განმსაზღვრელ შეფასებას არ წერენ, შესაბამისად, კომენტარების შეტანას განმავითარებელი შეფასების გრაფაში გეგმავდნენ. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მათთვის, რომელმა პედაგოგებმაც დირექციასთან ჟურნალის რედაქტირებაზე მოთხოვნა გაგზავნეს და რედაქტირების ტიპში (ლოგიკურად) განმავითარებელი შეფასება მიუთითეს. დადასტურების შემდეგ კი კომენტარები ვერ ჩაწერეს, რადგან ჟურნალში მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებისა ველია გააქტიურებული.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მოუწოდეს, ჟურნალის რედაქტირებისას, „მოთხოვნებში“ რედაქტირების ტიპში მონიშნონ „განმსაზღვრელი შეფასება” (როგორც ეს ფოტოშია).

დირექციის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შეთხვევაში პედაგოგს 24 საათის განმავლობაში ექნება ჟურნალის რედაქტირების საშუალება. 

კომენტარის ჩასაწერად ჟურნალში უნდა აირჩიოთ კლასი, საგანი, სიაში მოსწავლის გასწვრივ დააჭიროთ ღილაკს + , აირჩიოთ საკლასო შეფასება, შემდეგ ქვედა გრაფაში ჩაწეროთ კომენტარი და შეინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ შეფასების ველი 1000 სიმბოლოზე მეტს ვერ ინახავს, ამიტომ ეცადეთ, განმავითარებელ კომენტარში აღნიშნული ლიმიტი დაიცვათ.

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში ვერ ჩაწერთ განმავითარებელ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში? - 3 მიზეზი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203