„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- მთისძირის საჯარო სკოლა საერთაშორისო დღეს უერთდება
22-03-2018
მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან.

ახალგაზრდები საკუთარ პოზიციას ცხადად გამოხატავენ და ამბობენ, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და რომ თითოეული ადამიანი უნიკალური, შეუცვლელი, თანასწორი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. 
  
იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203