ქვემო აკეთის სკოლის მოსწავლემ მხატვრული წერის ოლიმპიადის შიდა ტურში გაიმარჯვა
22-03-2018

ქვემო აკეთის საჯარო სკოლა მხატვრული წერის ოლიმპიადა „სენტენციაში“ იღებდა მონაწილეობას. 

სკოლა მეცხრეკლასელმა სალომე გეგიძემ წარადგინა. 

მან შიდა ტურში გამარჯვება მოახერხა და ვერცხლისა და ოქროს სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. 

სალომე ასევე დაასაჩუქრეს ქეთი კვიტატიანის წიგნით „მეც“. 

სკოლა მადლობას უხდის სალომე გეგიძის მასწავლებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგს მაკა მურადაშვილს. 


იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203