სისტემაში ინფორმაცია 3 დღეში უნდა შეიტანოთ - ვის ეხება განათლების მინისტრის გადაწყვეტილება
პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც იქმნება სისტემა - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა და ის აერთიანებს კანონმდებლობითა და მის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას, ინფორმაციის დამუშავება კი ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
ასევე, მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
სრული დოკუმენტი იხილეთ
ბმულზე.