გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სამი დღესასწაული - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ტყის დაცვის საერთაშორისო დღე და პოეზიის მსოფლიო დღე ერთად აღნიშნეს.
პედაგოგების - ნანა შუბითიძისა და თეონა ჯუღელის ორგანიზებით სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მთავარი თემები იყო თანაბარი შესაძლებლობები, ეკოლოგიური პრობლემები და პოეზია, როგორც ყოვლისმომცველი, ადამიანების გამაერთიანებელი და მანუგეშებელი მოვლენა.
პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ამგავარი თარიღების აღნიშვნა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები