თბილისის N72 საჯარო სკოლა კამპანიაში - „წინდა მინდა“ ჩაერთო
23-03-2018
თბილისის N72 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილს -„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ იზიარებს. 

სკოლა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად ჩაერთო კამპანიაში #წინდამინდა. 

დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ფერადი წინდები შეიძინეს, მოხატეს სკოლის ეზო, დაამზადეს ფერადი წინდები და პლაკატები. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.    

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები  სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203