ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ
23-03-2018
ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მონაწილეობდნენ. 

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 
 
კონკურსის შედეგად ექვსმა მოსწავლემ: ვასილ კაპანაძემ, ნინო ბიტიაშვილმა, ჯუნა კაპანაძემ, ტარიელ ლაბაძემ, ანა კომახიძემ და თამარ ბიტიაშვილმა დააგროვეს 50 ქულაზე მეტი. 

აქედან გამოვლინდა ნახევარფინალში გადამსვლელი ორი მოსწავლე, ანა კომახიძე და თამარ ბიტიაშვილი.  

მათ რაიონულ ცენტრში გამართულ ნახევარფინალში მიიღეს მონაწილეობა.  

ექვსივე მოსწავლეს გადაეცა „ეტალონის“ სერტიფიკატი და სიგელი.  

ტყემლანის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას. 

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203