24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ თელავის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „თელავის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული თელავის N7 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინი ყარაულაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა თელაველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს: