24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ გარდაბნის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული თელეთის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინი კიკოლაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს: