''ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა'' - სენაკის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
01-11-2016

კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა – სოკოვანმა დაავადებამ (პათოგენური სოკო ჩყლინდროცლადიუმ ბუხიცოლა), რომელიც ”ბზის სიდამწვრის” სახელითაა ცნობილი, 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოს ბზის კორომების ძირითადი ნაწილი, მათ შორის, უნიკალური ბუნების ძეგლები გაანადგურა. 

2016 წლის ზაფხულში, სენაკის N1 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე იმყოფებოდა, CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში არსებულ მწვანე ბანაკში, სადაც მოისმინეს საინტერესო ლექციები გარემოსდაცვით თემებზე, მონაწილეობა მიიღეს მხიარულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა თუ საველე გასვლებში. საკმაოდ აიმაღლეს კვალიფიკაცია გარემოსდაცვით საკითხებში. 

მათი აქტიურობითა და სკოლაში ჩამოყალიბებულმა გუნდის წევრებმა, სენაკის N1 საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერის მიზნით ჩაატარეს მორიგი აქტივობა.

თავდაპირველად მონაწილეებმა, სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მოისმინეს პრეზენტაცია „კოლხური ბზის გამრავლება კალმით“, სადაც დეტალურად გაეცნენ, ბზის კალმით გამრავლების პროცედურებს:

1.სადედე მცენარის შერჩევა; 2.კალმის აღება; 3.კალმის მომზადება; 4.დასაკალმებელი კასეტების მომზადება; 5.კალმის ჩარგვა; 6.მოვლა და ა.შ. 

შემდეგ გადაინაცვლეს საკლასო ოთახში, სადაც ყველა რესურსი იყო მზად, იმისთვის ,რომ თეორიულად მიღებული ცოდნა განეხორციელებინათ პრაქტიკულად. 

საბოოლოდ გამზადებული კონტეინერები მოთავსდა სამასწავლებლოს ფანჯრის თაროზე,რომელიც მზის სხივებისგან დაცული ადგილია და შესაბამისად ადვილად მოხდება ყოველდღიური მონიტორინგი და ზედამხედველობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203