თბილისის N72 საჯარო სკოლის კლუბში - ,,მოზარდები საერთაშორისო საზოგადოებაში’’ ნოვრუზის საერთაშორისო დღესასწაული აღნიშნეს.
ღონისძიება კლუბის კურატორმა საბინა ალიევამ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნოვრუზი ისევე როგორც გაერომ, საქართველომაც სახელმწიფო დღესასწაულად აღიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემისადმი ყურადღებას და პატივისცემას. კლუბის წევრმა აიშა მაგრამოვამ წარადგინა პრეზენტაცია ნოვრუზ ბაირამის შესახებ. კლუბის წევრმა ზახრა მადათ-ზადემ კი ლექსი „ნოვრუზი“ წაიკითხა.
სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამგვარი ტრადიციული ღონისძიებების აღნიშვნა საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთპატივისცემის, ინფორმირების და ტოლერანტობის განვითარებას უწყობს ხელს.
სკოლის წარმოადგენლის თქმით, ღონისძიება დასრულდა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ნოვრუზის ტრადიციული ნუგბარის დაგემოვნებით.
2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას.
იხილეთ ფოტოები