„ვამზადებთ დაწყებითი თუ ზოგადი განათლების ყველა პედაგოგს“ - ბერიკა შუკაკიძე
15-06-2022

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე - „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა სკოლის მართვაში“ მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მასწავლებლის სახლი ინკლუზიური განათლების მიმართულებით აქტიურად არის ჩართული და ამზადებს როგორც სკოლის, ისე სკოლამდელი განათლების მასწავლებლებს.

„დღეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის დღე. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ყოვლად წარმოუდგენელია ამ ადამიანების სრული ინკლუზიისა და სრული ჩართულობის გარეშე. ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად არის ჩართული 2009 წლიდან ამ მიმართულებით და ჩვენ ვამზადებთ ყველა დაწყებითი თუ ზოგადი განათლების და სკოლამდელი განათლების პედაგოგებს. ვმუშაობთ სპეცპედაგოგებთან და გვაქვს უფრო საინტერესო და სახალისო აქტივობები იმისთვის რომ ადრეული ასაკიდან მოხდეს ამ ადამიანების სრული ინკლუზია ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203