ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 4 ივლისიდან იწყება. აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს დარღვევები, რომელთა გამოც ისინი გამოცდებიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებიან და საგამოცდო პროცესს სრულად გამოეთიშებიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ცნობარშია აღნიშნულია, რომ საგამოცდო ცენტრიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნებით:
- ლექსიკონის, დამხმარე მასალის ე.წ. "შპარგალკის:, მობილური ტელეფონის, ელექტრო საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული აპარატის (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს) შეტანის შემთხვევაში;
- წესრიგის უხეში დარღვევევის ან საგამოცდო პროცეში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ქვეშ ყოფნისას.
ჩამოთვლილის გარდა ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილების. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.