მასწავლებლებისთვის კოვიდტესტირება გაუქმდა - ირაკლი ღარიბაშვილი
16-06-2022

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19)  სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც პირდაპირ ეხება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს.

აქამდე არსებული რეგულაციით, მასწავლებლები 7 დღეში ერთხელ, სწრაფი ტესტით მოწმდებოდნენ კოვიდზე, თუმცა 15 ივნისიდან, პრემიერის გადაწყვეტილებით, ისინი კოვიდტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან.

„განკარგულებით განსაზღვრულ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა №1 დანართის პირველი პუნქტის „გ“ და „თ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რა დროსაც ტესტირების მომსახურება განხორციელდება ამავე დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ, ხოლო ტესტებით მომარაგება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ. პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი კი ამოღებულ იქნეს“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

განვმარტავთ: „რ“ ქვეპუნქტი სწორედ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს ეხება - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი 7 დღეში ერთხელ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203