„წყალი - ყველაზე უჩვეულო იდუმალი სითხე“ - ჩხორიის საჯარო სკოლის საინტერესო ღონისძიება
23-03-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი: მაია არახამია) წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ჩატარდა. 

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს. 

კლუბის წევრებმა ანანო ხარებავამ და სალომე ღვინჯილიამ ისაუბრეს წყლის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე. 

„მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის სიტყვებს: „შენ არა გაქვს არც ფერი, არც გემო, არც სუნი, შენი აღწერა შეუძლებელია; შენით ტკბებიან, თუმც არ იციან რა ხარ, არ შეიძლება ითქვას, რომ შენ აუცილებელი ხარ სიცოცხლისთვის, შენ თვით სიცოცხლე ხარ" - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე: „წყალი - ყველაზე უჩვეულო იდუმალი სითხე“ (ხელმძღვანელი: ქიმიის მასწავლებელი ირინა სოსელია, პრეზენტატორი: მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სოსელია).

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა დაასუფთავეს მდინარე „მახარიას“ სანაპირო. ​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203