მასწავლებლებს რედაქტირებისთვის 24 საათიანი ვადა აქვთ - შეამოწმეთ, დირექტორმა ჟურნალის კორექტირების უფლება მოგცათ თუ არა
22-06-2022

სასწავლო წელი დასრულდა. მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში დასწრების აღრიცხვა ან მისი კორექტორება გაკვეთილის გასვლიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლიათ. მათ კი, ვისაც შეფასებების ჩაწერა სხვა თარიღებშიც სურთ, დირექციას ჟურნალის რედაქტირებაზე მოთხოვნა უნდა გაუგზავნონ.

მოთხოვნის გაგზავნისას უნდა აირჩიოთ, დასწრების რედაქტირება გსურთ თუ ჟურნალში ქულების/კომენტარების ჩაწერას აპირებთ. თუ მოსწავლეთა დასწრების კორექტირებას გეგმავთ, შესაბამის ველს მონიშნავთ, თუ ქულების ჩაწერა გსურთ, განმსაზღვრელი შეფასება უნდა აირჩიოთ. რედაქტირების ტიპში ასევე განმსაზღვრელი შეფასება უნდა აირჩიონ დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა, რომლებიც ჟურნალში განმავითარებელი შეფასებების ჩაწერას აპირებენ.

როგორ უნდა გაიგოთ, დირექტორი დაგთანხმდებათ თუ არა ჟურნალის კორექტირებაზე? დაგიდასტურებთ მოთხოვნას თუ უარყოფს?

მასწავლებელს მოთხოვნის დადასტურებიდან ჟურნალში კორექტირების შეტანა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ამიტომ მან უნდა იცოდეს, როდის დაუდასტურებს დირექტორი მოთხოვნას, რათა აკონტროლოს დრო.

ელექტრონულ ჟურნალში „მოთხოვნების“ ველში შესვლისას სამი სტატუსია მითითებული.

 

ასევე ჩანს თქვენ მიერ დირექციასთან გაგზავნილი მოთხოვნაც, რომლის გასწვრივაც სტატუსის ველში იისფერ ფონზე თეთრი კითხვის ნიშანია მითითებული იქამდე, სანამ დირექცია უარყოფს ან დაადასტურებს თქვენს მოთხოვნას.

თუ დირექტორი მოთხოვნას დაგიდასტურებს, სტატუსის ველში მწვანე ნიშანი გამოჩნდება, თუ უარყოფს - წითელი.
 

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში ვერ ჩაწერთ განმავითარებელ შეფასებას ელექტრონულ ჟურნალში? - 3 მიზეზი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203