თბილისის მე-6 საჯარო სკოლამ საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს უმასპინძლა
23-03-2018
თბილისის მე-6 საჯარო სკოლამ საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს უმასპინძლა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა. სკოლის აღსაზრდელები მწერლის შემოქმედებას ეზიარნენ. ღონისძიების ბოლოს კი მოზარდებმა საბავშვო მწერალთან ფოტოები გადაიღეს.
„იყო ემოცია, სიხარული და პოეზიის სასიამოვნო სურნელი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.