სავანეთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „სიკეთე გადამდებია“ ჩატარდა
23-03-2018
სავანეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ესეების კონკურსი სახელწოდებით „სიკეთე გადამდებია“. 

მოსწავლეებმა დაწერეს ესეები და გამოაკრეს სამოქალაქო განათლების ოთახში, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია.  

დისკუსიის თემა სიკეთე და სიკეთის გაკეთების აუცილებლობა იყო. ასევე ისაუბრეს იმათზეც, ვინც უანგაროდ ეხმარება სხვას და გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან მაგალითები.  

„სწორედ სიკეთის გაკეთების სურვილმა, ადამიანების დახმარებამ, თანადგომამ, ერთმანეთის გვერდით დგომამ გაგვაერთიანა ერთი მიზნისკენ, რომელსაც ჰქვია გაჭირვებული ადამიანის დახმარება. დისკუსიის ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი ეტაპისთვის გავიდეთ თემში და დავეხმაროთ ეტლით მოსარგებლე პირს,“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენლმა.  

მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა დიდი სტიმული იყო დანარჩენი მოსწავლეებისთვის და კონკურსში უამრავი მოხალისე მოსწავლე ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203