„გრძელდება პედაგოგთა დაქსაქსვა... უპრიანია, მასწავლებლებს მიენიჭოთ კატეგორიები“
17-06-2022

დღეს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილოს, რომლის მიხედვითაც გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებისთვის წამყვანის სტატუსის მინიჭებას, ასევე პედაგოგების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. ფაქტს საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი Gocha Gochoshvili სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ისევ გრძელდება პედაგოგთა დაქსაქსვის პროცესი.

ამას ემსახურება ახლა პარლამენტში განსახილველად შეტანილი საკითხი ცამეტი ათასამდე მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ .

კვლავ გაურბიან ამ საკითხის გლობალურად და მეტნაკლებად სამართლიანად გადაწყვეტილების თუნდაც განხილვას, რადგან ...

ამიტომ ვიმეორებ ჩემს ადრინდელ გეგმას, რომელიც უამრავმა კოლეგამ მოიწონა.

ეგებ მივიტანოთ იგი თუნდაც პროფკავშირების ყურამდე და გახადონ იგი განხილვის საგნად

პეტიცია ამ ფორმატით რომ მომზადდეს, უფრო უპრიანი არაა? ეს უფრო გონივრული არაა ?

1. მენტორ მასწავლებლებს მიანიჭოს უმაღლესი კატეგორიის წოდება და დაავალოს მასწავლებელთა სახლთან ერთად მთელი რიგი პროგრამების (არა მხოლოდ ყბადაღებული ტრენინგების არაფრისმომცემი სისტემით) შედგენა და პრაქტიკუმების მომზადება კოლეგების პროფესიონალური დახმარებისათვის.

2. წამყვან მასწავლებლებს და ადრე ათი + ათი ქულის მქონეებს = მენტორის კატეგორია.

3. საგანში ათქულამიღებულებს = წამყვანის .

4. საგანში შვიდქულიანებს = | კატეგორია

5. საგანში ოთხქულიანებს = || კატეგორია

6. საგანში ერთქულიანებს =||| კატეგორია.

ორ-სამ წელიწადში ერთხელ დაანონსდეს კატეგორიის შეცვლის მსურველთათვის შესაბამისი სირთულის გამოცდები.

იხილეთ: 13 ათასამდე პედაგოგს წამყვანის სტატუსი პირდაპირ მიენიჭოს - ინიციატივას პარლამენტში განიხილავენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203